4:33 PM „ტალახი მოდიოდა ონკანში, შემდეგ სარეცხი ფხვნილის მსგავსი სითხე“ | |
თბილისში, შანიძის ქუჩაზე მცხოვრები დაბინძურებული წყალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ეკა ბერძენიშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ონკანში ტალახიანი წყალი მოდიოდა. „ტალახი მოდიოდა ონკანში, შემდეგ სარეცხი ფხვნილის მსგავსი სითხე 40 წუთის განმავლობაში", - ამბობს ბერძენიშვილი. შანიძის ქუჩის მცხოვრებმა წყლის ფოტოები მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ ხელმძღვანელს გაუგზავნა. ფოტოები ლევან ხაბეიშვილმა „ფეისბუქში“ გაავრცელა. შანიძის ქუჩასთან დაკავშირებით განცახდება გააკეთეს GWP-შიც, სადაც აცხადებენ, რომ შანიძის ქუჩაზე მილი არ არის დაზიანებული. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქია აღნიშნულ პრობლემას ვერ წარმოშობდა, რადგან თბილისის მოსახლეობა წყალს ჟინვალიდან ან არაგვის ხეობიდან იღებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |