მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » პრემიერ–მინისტრმა ოლიმპიური ობიექტები დაათვალიერა
10:50 AM
პრემიერ–მინისტრმა ოლიმპიური ობიექტები დაათვალიერა

დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი ოლიმპიადის მომსწრენი გავხდებით, რაც არის ამაღელვებელი თითოეული ჩვენგანისთვის, ვინაიდან პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში ჩატარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმაირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური ობიექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ოლიმპიურ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემოწმების გადაწყვეტილება პრემიერ–მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საორგანიზაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, დაუგეგმავად მიიღო.

მთავრობის მეთაური ოლიმპიურ სოფელს ეწვია, შემდეგ კი „თბილისი 2015“-ისთვის განკუთვნილი ახალი სპორტული ობიექტები–მძლეოსნობის დარბაზი, ტანვარჯიშის არენა, საცურაო აუზები, ფრენბურთის არენა მოინახულა და გარე პერიმეტრზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ღონისძიებებას.

„ეს არის დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის და ამავდროულად უზარმაზარი პრივილეგია. დამამათავრებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ხდება დასუფთავება. ველოდებით ოლიმპიადას და ველოდებით ბევრ სტუმარს, თბილისი ივლისის ბოლოს იქნება ძალიან დატვირთული. ოლიმპიადის დასრულებისთანავე, ორ კვირაში ველოდებით უეფა-ს სუპერ თასის ფინალს, რაც ასევე იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი და ვიზიტორი ჩამოვიდეს თბილისში,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოლიმპიური ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ორ კვირაში დასრულდება.

2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს გაიხსნება.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 627 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar