მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე დღეს ბეგიაშვილის პროცესი გაიმართება
11:12 AM
ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე დღეს ბეგიაშვილის პროცესი გაიმართება

ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე ბრალდებულ ივანე ბეგიაშვილის პროცესი დღეს გაიმართება.

დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება.

პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა წინა პროცესზე დაზარალებულ ირაკლი გედენიძესთან პირად საუბარში აღნიშნა, ბეგიაშვილი დანაშაულის აღიარებას აპირებს, თუმცა საჯაროდ ბოდიშის მოხდაზე უარს ამბობს.

ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ივანე ბეგიაშვილმა 4 მარტს საღამოს თბილისში ვარდების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც გედენიძემ სხეულის დაზიანებები მიიღო და ასევე, დაზიანდა მისი ფოტოაპარატი. დაკავებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამართალდამცავებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ივანე ბეგიაშვილი მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

საქმე აღძრულია ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე საქართველოს სსკ 154-ე მუხლის მეორე ნაწილის და 188-ე მუხლის პირველი ნაწილით. 
ბეგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 3000 ლარი აქვს შეფარდებული.
 

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 721 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar