მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული ჯავშანტექნიკა საზღვარგარეთ გაიყიდა
10:34 AM
პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული ჯავშანტექნიკა საზღვარგარეთ გაიყიდა

საქართველოს სამხედრო ძალა Facebook-ის გვერდზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 22 ივნისს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული ჯავშანტექნიკა საზღვარგარეთ გაიყიდა.

"ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობდა ამ პროექტში და მისი წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა!" - ვკითხულობთ ფეიჯზე.

საქართველოდან 10 დიდგორი და 2 სამედიცინო საევაკუაციო "მედევაკი" კონგომ შეიძინა, გაყიდული ჯავშანტექნიკის საერთო ღირებულება 4 მილიონი დოლარია. 

"დიდგორი" სადაზვერვო ჯავშანმანქანაა, რომელიც შექმნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტა"-ს მიერ 2011 წელს. მანქანის ძირითადი დანიშნულებაა სადაზვერო ოპერაციის წარმოება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, დიდგორი 2 აღჭურვილია თერმული ვიზუალიზაციის კამერებით. ინფორმაცია კამერებისგან გადადის სამ სხვადასხვა მინიტორზე: ერთი მძღოლისთვის,ერთი მეთაურისთვის და ერთი დესანტისთვის. მძღოლ მექანიკოსის სამუშაო ადგილი აღჭურვილია ღამის ხედვის სათავალით და GPS-ის ნავიგაციური სისტემით. მანქანას გააჩნია დახრილი ფორმის ჯავშანი რაც საშუალებას იძლევა აისხლიტოს გარკვეული კუთხით მოხვედრილი ტყვიები და მცირეკალიბრიანი ჭურვები.

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა "მედავიკი" განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. უნივერსალურ 4×4 შასიზე აგებული ჯავშანმანქანა მთლიანად დაპროექტებულია, აწყობილია
და შემოწმებულია სახელმწოფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ.

მანქანას გააჩნია 356 ცხ/ძალის სიმძლავრის V8 ტიპის ორმაგი ტურბო დიზელის ძრავი. ეს საშუალებას იძლევა მანქანამ ასფალტირებულ გზაზე 120 კმ/საათი სიჩქარე განავითაროს. 

ჯავშანმანქანას გააჩნია მაღალი დონის EN1063 B7+ სტანდარტის შესაბამისი ჯავშანდაცვა, რაც ორ ფენიანი ჯავშნით მიიღწევა.
ჯავშანფილები უზრუნველყოფს ახლო მანძილიდან ნასროლი 7,62 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიების და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავებას.

მანქანის უკანა ნაკვეთურში განთავსებულია ოთხი ერთეული საკაცე და სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა.

პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია "დიდგორის" და "მედავიკის" დამპროექტებელი და "დელტას" დამფუძნებელი ზვიად ციკოლია.

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 862 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar