9:35 AM პაკისტანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება - მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 450-ს მიაღწია | |
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაზ შარიფმა ქვეყანაში ძლიერი სიცხის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება გასცა. "ბიბისის" ცნობით, სამხრეთით მდებარე სინდის პროვინციაში მაღალი ტემპერატურის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 450-ს მიაღწია. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი ქალაქ კარაჩიშია, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |