მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » მოურინიომ კინის კომენტარს უპასუხა!
12:51 PM
მოურინიომ კინის კომენტარს უპასუხა!

"ლონდონის ჩელსის" მწრთვნელმა, განცხადება გააკეთა, როი კინისკომენტარზე. შეგახსენებთ, რომ კინმა მოურინიო იმისთვის გააკრიტიკა, რომ ის "ასტონ ვილასთან" მატჩში, 90 წუთის ამოწურვამდე მივიდა პოლ ლამბერტთან და ხელის ჩამორთმევა სცადა, რაზეც მეტოქე გუნდის მწრთვნელისგან უარი მიიღო...

 

 კინმა მის საქციელს სასირცხვილო უწოდა, "განსაკუთრებულმა" კი კრიტიკა იუმორით მიიღო და განაცხადა, რომ თამაშის დამთავრებამდე ხელის ჩამორთმევის ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებს.

 

 "პირველ რიგში მინდა მათი კომენტარები მოვიწონო.

 

 ისინი ორივე განათლებული და ზრდილობიანი ხალხია, მე კი თავმდაბალი ადამიანი ვარ, რომელიც ცდილობს ყოველდღე რაღაც ახალი ისწავლოს ცხოვრებაში.

 

 მეტოქე გუნდის მწრთვნელთან ნაადრევად დამშვიდობებაში კი ცუდს ვერაფერს ვერ ვხდეავ. ამას მომავალშიც გავაგრძელებ"

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 793 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar