12:52 PM მოურინიო: "ჩელსისა და ლამპარდს შორის ყველაფერი დასრულებულია!" | |
კვირას გამართულ შეხვედრაში, სადაც "მანჩესტერ სიტი" და "ლონდონის ჩელსი" ერთმანეთს ხვდებოდნენ, ყოფილმა "ჩელსის" ფეხბურთელმა ფრენკ ლამპარდმა, შური იძია და მათ კარში გოლის გატანა შეძლო, რამაც საბოლოოდ 10 კაციან "სიტის" ერთი ქულა მოუტანა...
თამაშში დაძაბულობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 66-ე წუთზე პაბლო ზაბალეტა დიეგო კოშტას პროვოკაციას წამოეგო და წითელი ბარათი დაიმსახურა, ამის შემდეგ ულამაზესი კონტრშეტევით ლურჯებმა, კონკრეტულად კი ანდრეი შურლემ გოლის გატანა შეძლო.
თითქოს 10 კაციან "სიტის" შანსი აღარ ქონდა, მაგრამ ფრენკ ლამპარდირომელიც გოლის შემდეგ მოედანზე შემოვიდა, "ქალაქელების" მხსნელად მოგვევლინა.
ჯეიმს მილნერის პასის შემდეგ ლამპარდმა საჯარიმოდან გოლის გატანა შეძლო და რა თქმა უნდა, ეს გოლი არც კი აუღნიშნავს.
დიახ, ლამპარდს მოედანზე არაფერი შეუმჩნევია, მაგრამ ვინ იცის რა ხდებოდა მის გულში?!
"ვესტ ჰემის" აღზრდილი ფეხბურთელი "ჩელსის" 2001 წელს 23 წლის ასაკში შეუერთდა და ამ გუნდში 13 წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ის არა მარტო ძირითადის ფეხბურთელი, არამედ გუნდის ნამდვილი ლიდერი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც კი გახდა. თუმცა გავიდა დრო და ის "ჩელსიდან" გაუშვეს.
ინგლისელი ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტის" გუნდმა, "ნიუ იორკ სიტიმ" შეიძინა. თითქოს ინგლისელი ლეგენდა ამერიკაში წავიდა, რომ მათთვის ფეხბურთის თამაში ესწავლებინა, მაგრამ იჯარის წესით ის მაინც პრემიერლიგაში დააბრუნეს.
გამოვიდა და გაიტანა. ალბათ იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი სწორედ ლამპარდი გახლდათ. ეტყობოდა, თუ როგორ უნდოდა მთელი მოედანი შემოერბინა, მოურინიოსთვის ეთქვა, როგორ შეცდა, რომ გუნდიდან გაუშვა, მაგრამ არა...
ლამპარდი, ხომ არისტოკრატია და არისტოკრატებს ესეთი საქციელი არ შეეფერება!
მიუხედავად ამისა, მოურინიომ გაბრაზება ვერ დამალა და განაცხადა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულებულია:
"ლამპარდი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია. როდესაც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მისი და გუნდის სიყვარულის ისტორია მაშინვე დასრულდა.
მე არ მჯერა ისტორიების, გუნდის სიყვარულზე და ერთგულებაზე. შესაძლებელია ძალიან პრაგმატული ვარ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია. ლამპარდმა ყველაფერი პროფესიონალურად გააკეთა.
როდესაც ვლაპარაკობ ფრენკზე, მე ვლაპარაკობ ძველ ფრენკ ლამპარდზე. ის ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის...
ამაზე ლაპარაკით არასოდეს დავიღლები, მაგრამ ახლა ის "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია, სხვა გუნდის ფეხბურთელებზე კი არ ვსაუბრობ.
მე "ჩელსის' მწრთვნელი ვარ და მინდა ვთქვა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ფანტასტიურად ითამაშეს." | |
|
სულ კომენტარები: 0 | |