11:22 AM "კრისტალმა" ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა | |
მიმდინარე წლის 15 ივნისს "კრისტალმა" კიდევ ერთი ფილიალი გახსნა, ამჯერად ბათუმში, ჭავჭავაძის ქ. #34-ში გახსნის ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ კომპანიის მომხმარებლები და პარტნიორები. ფილიალი საზეიმო ვითარებაში გახსნა ბათუმის ფილიალის მენეჯერმა და კრისტალის მომხმარებლებმა, რომელთაც ერთად გაჭრეს სიმბოლური ლენტი.
რიმა თხილაიშვილი (მომხმარებელი): კრისტალში მუშაობს ნიჭიერი ახალგაზრდების კრებული, რომელთაც შეუძლიათ მართონ ბიზნეს პროცესი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ კურსთა შორის სხვაობა არ აისახება ჩვენზე. კრისტალს აქვს ლარში სესხის გაცემის სერვისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ოჯახისთვის.
კახაბერ გაბესკირია (უფროსი საოპერაციო ოფიცერი): ჩვენი კომპანია თავაზობს სესხებს ფერმერებსაც. განვიხილავთ ახალ ბიზნეს ინიციატივას, რომელიც იქნება მომგებიანი და სასარგებლო. სალომბარდო სესხებს ვთავაზობთ უცხოურ ვალუტაში და ეროვნულ ვალუტაში. ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებლებს მიაწოდოს სესხები ეროვნულ ვალუტაში, რათა ისინი დაცული იქნან სავალუტო რისკისაგან.
ამჯერად “კრისტალი” საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 29 ფილიალით, რომელშიც დასაქმებულია 500 - მდე ადამიანი და ემსახურება 45 000-მდე მომხმარებელს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |