მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » ხარაგაულში მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობისას მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა
1:51 PM
ხარაგაულში მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობისას მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა

ხარაგაულში, 11 წლის მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობისას მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" მოზარდის ყოფილმა მასწავლებელმა და მეზობელმა, ლელა გრიგალაშვილმა განუცხადა, მოზარდი თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა, რა დროსაც ოჯახის წევრებმა მიუსწრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. მისივე თქმით, მოზარდ ბიჭს არც ოჯახში, არც მეგობრებთან ცუდი ურთიერთობა არ ქონია, ასევე არ გადაუტანია არანაირი ცხოვრებისეული ტრავმა და მათთვის სრულიად გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა თვითმკვლელობა. 
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის 115-ე კუთხით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

კატეგორია: მსოფლიო | ნანახია: 697 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar