მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » "ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინცია დააარსა
9:42 AM
"ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინცია დააარსა

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალ-ადნანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

"ვულოცავთ "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენ ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარს ნიშნავს კავკასიის მმართველად", - ამბობს ალ-ადანი ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, "ომის შესწავლის ინსტიტუტი" აზუსტებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ახალი ვილაიეთის დაარსება ჩრდილოკავკასიის რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა ",- წერს "დოიჩე ველე".

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 635 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar