მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » იოსებიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
1:55 PM
იოსებიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე  წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. ვალერიან კაციაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაჭრილის ახლობლებმა განუცხადეს, კაციაშვილს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი უბნის სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც მას ესროლეს. 
"ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს, ვინც გასროლას ახორციელებდა, ადგილიდან გაიქცა. უბნის ბიჭები დაედევნენ, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნეს",- განაცხადეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფმა დაჭრილის ახლობლებმა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლებმა განუცხადეს, ინციდენტის ადგილზე წინა დღეს ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა და შესაძლოა გუშინდელი შემთხვევა შურისძიებას უკავშირდებოდეს. 
იოსებიძის ქუჩა #47-ში მდებარე სკვერში ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ, დაახლოებით 23.00 საათზე დაჭრეს. თვითმხილველის თქმით, დანაშაულში ჯერჯერობით დაუდგენელი ორი პირი ფიგურირებს. ვალერიან კაციაშვილს სამი ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან ავტომანქანით მიიმალნენ. დაჭრილი საავადმყოფოში ახლობლებმა თავიანთი მანქანით გადაიყვანეს. ვალერი კაციაშვილი ამავე უბნის მცხოვრებია.
შემთხვევის დროს სკვერში ბავშვები და ქალებიც იმყოფებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
 

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 632 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar