ერევანში, თავისუფლების მოედანზე, საპროტესტო აქცია კვლავ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ.
დღეს, გამთენიისას, პოლიციამ დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალა. დაშავდა 20, 240-მდე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, დააკავეს.
არ არის გამორიცხული, სოციალური აქცია ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდოს.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდენებ აქციის მონაწილეებს, მშვიდი აქცია გამართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ დაშლაზე საუბრობენ.
|