4:48 PM ერევანში პოლიცია და სპეცრაზმი პატრულირებს | |
სომხეთის დედაქალაქში პოლიცია და სპეცრაზმი პატრულირებს. გუშინ, ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გამო ათასობით მოქალაქემ მთავარი გამზირი გადაკეტა, მომიტინგეები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეები წყლის ჭავლითა და რეზინის ხელკეტებით დაშალა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი. აქცია ერევანში დღეს საღამოსაც გაიმართება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |