მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » ერევანი: საპროტესტო აქციების მეექვსე დღე - მომიტინგეები დანებებას არ აპირებენ
12:01 PM
ერევანი: საპროტესტო აქციების მეექვსე დღე - მომიტინგეები დანებებას არ აპირებენ

ერევანში ელექტროენერგიის გაძვირების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წუხანდელმა ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ჟურნალისტებს დემონსტრანტების საკოორდინაციო შტაბში მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სომხეთის პოლიციის უფროსმა, ვლადიმერ გასპარიანმა განაცხადა, რომ პოლიცია არ აპირებს, რაიმე ქმედებები განახორციელოს მომიტინგეების წინააღმდეგ. მან 

აქციის მონაწილეებს მიმართა, ნუ შეეცდებიან საკითხის პოლიტიზებას.

ამასთან, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი გუშინ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ის მონაწილეობას მიიღებს ევროპის სახალხო პარტიის სამიტში, სადაც სიტყვით გამოვა. ისაუბრებს თუ არა სომხეთის პრეზიდენტი მის ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე სიტყვით გამოსლვისას, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 19 ივნისს დაიწყო. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ 17 ივნისის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგია 6,93 სომხური დრამით (0,015 დოლარი) ძვირდება და 48,78 დრამი ხდება.

კატეგორია: მსოფლიო | ნანახია: 772 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar