მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორი ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს ბოდიშს უხდის
9:48 AM
ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორი ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს ბოდიშს უხდის

ბოსტონის ტერაქტის ორგანიზატორი, ჯოხარ ცარნაევი, რომელსაც აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს ბოდიშს უხდის. ამერიკული მედიის ცნობით, გუშინ სასამართლო პროცესი კვლავ გაიმართა, რა დროსაც მას სასჯელი ოფიციალურად წარუდგინეს. 
პროცესს თავად ცარნაევიც ესწრებოდა. "ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისი სიცოცხლეც მე შევიწირე და მათ, რომლებიც ჩემს გამო იტანჯებიან", - განაცხადა ჯოხარ ცარნაევმა ბოსტონის ტერაქტის დროს დაღუპულთა ახლობლებისა და დაშავებულების წინაშე. 
2013 წლის აპრილში ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 264 დაშავდა. ტერაქტი ჩეჩენმა ძმებმა ჯოხარ და ტამერლან ცარნაევებმა განახორციელეს. უფროსი ძმა ტამერლანი იმ დღესვე დაიღუპა, ჯოხარი კი გაიქცა, რომელიც მოგვიანებით დააკავეს. 
 

კატეგორია: მსოფლიო | ნანახია: 629 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar