4:39 PM ალუჩა | |
ალუჩა სხვა ბევრი ხილის მსგავსად სეზონური ხილია, რომელიც გაზაფხულზე ხარობს. ლიტერატურული მონაცემებით, იგი მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარეა ტყემლოვანთა ქვეოჯახიდან. ალუჩის მცენარე უეკლოა, იზრდება 10-დან 13 მ-მდე სიმაღლის. არის სითბოს მოყვარული ხეხილი. გვხვდება ბარში და ზეგანზე, ზღვის დონიდან 500-700 მ სიმაღლემდე. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. თესლით გამრავლებისას ალუჩა გადაჯიშდება, გადაწიდვნის დროს კი ინარჩუნებს ჯიშურ თვისებებს. გამრავლების სირთულისა და ნაკლები გამოყენების გამო ალუჩა გადაშენების გზაზეა. ალუჩის ნაყოფი მოყვითალო-მომწვანოა. მსხვილი, დაბერილი გვერდები აქვს, კანი – თხელი და ნაზი. ადრეული სუფრის ხილია. ნაყოფის წვენს სუსტი მჟავიანობა ახასიათებს. ალუჩა გვხვდება აზერბაიჯანში, სომხეთში. საქართველოში ალუჩა უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. აქ მოჰყავთ ალუჩის ორი ჯიში – მეჩიბუხე და იმერული.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |