მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » "ზოოპარკის დირექტორი, არც მეტი, არც ნაკლები, დავით აღმაშენებელი ყოფილა" - ზურაბ გურიელიძის უცნობი კინო როლი
9:29 AM
"ზოოპარკის დირექტორი, არც მეტი, არც ნაკლები, დავით აღმაშენებელი ყოფილა" - ზურაბ გურიელიძის უცნობი კინო როლი

პროფესიით ზოოლოგი ზურაბ გურიელიძე, 2006 წლიდან თბილისის ზოოპარკის დირექტორის პოსტს იკავებს. ბატონი ზურაბი საზოგადოებისთვის ცნობილი  ზოოპარკის ტრაგედიის შემდეგ გახდა, თუმცა, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გურიელიძეს ზოოპარკის დირექტორის ამპლუის გარდა, წარსულში,  ქართველი მეფის, დავით აღმაშნებლის როლიც აქვს მორგებული. ამის შესახებ მსახიობი მაია კახიძე წერს:

"ბევრს ჰგონია, რომ ზურაბ გურიელიძე ახლაა სულ ეკრანზე და ჟურნალ - გაზეთებში გამოჭიმული. ისე, გამწარებული კაცს არა მგონია უხაროდეს ამდენი და ამდენჯერ გამოჩენა. ზოგჯერ ისეთი თვალები აქვს, ლამის ჩვენ შევცვივდეთ ვოლიერებში... მებრალება ნამდვილად, მაგრამ ისეთ რამეს მივაკვლიე, 

ცოტა ხნით რომ გადამავიწყდა აფთარი და მგელი.


ერთი სიტყვით, ეს ჩვენი ზოოპარკის დირექტორი, არც მეტი არც ნაკლები, დავით აღმაშენებელი ყოფილა ერთ დროს. მართალია სულ ცოტა ხანს, მაგრამ ამის დავიწყება მართლაც შეუძლებელია იმ ადამიანისთვის, ვინც ერთხელ მაინც ჩაიცვა მეფე დავითის სამოსი, აღმართა ხმალი და იახლა ცხენი თურმე, ეს ჩვენი ზოოპარკის დირექტორი - ზურაბ გურიელიძე, 2011 წელს, რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, დოკუმეტურ ფილმში, გადაიღო, სადაც სწორეთ საქართველოს ჩვენი დიდი მეფე, დავით აღმაშენებლი განასახიერა. სამწუხაროდ, "მეფე დავითმაც" ვერ შეძლო თბილისში მობინადრე ცხოველთა სამყაროს დიდი ნაწილის გადარჩენა. აწი თუ დაიწყება ახალი ზოოპარკის აღმშენებლობა, ვნახოთ და იმედით დაველოდოთ..."- წერს კახიძე.



კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 558 | დაამატა: saf | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar