მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » უგემრიელესი კოქტეილების ნაირსახეობა ,,ფუნიკულიორის ლაუნჯ-ბარისგან’’
2:49 PM
უგემრიელესი კოქტეილების ნაირსახეობა ,,ფუნიკულიორის ლაუნჯ-ბარისგან’’

კიტრის კოლინსი Cucumber Ginger Collins 

კოქტეილების უმეტესობა სეზონურია. ზამთრის კოქტეილებს ძირითადად ვაშლის და დარიჩინის თბილი არმოატები ახასიათებს, ხოლო ზაფხულის შუშხუნა პიტნის და ლიმონის ნოტები. „ფუნიკულიორის“ ლაუნჯ-ბარი გთავაზობთ განსხვავებულ საზაფხულო ალკოჰოლურ სასმელს - კიტრის კოლინს, გამაგრილებელ ჯინის კოქტეილს კიტრის ცოცხალი არომატით, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად უხდება ივნისის ცხელ საღამოებს და ჩვენი ღია ტერასებიდან გაშლილ თბილისის ულამაზეს ხედს. ეს ორიგინალური კოქტეილი სასიამოვნოდ დაგათრობთ და გაგილამაზებთ მეგობრებთან ერთად გატარებულ დროს. 



ჭაჭა „ფანჩი“ Chacha Punch


ჭაჭა „ფანჩი“ „ფუნიკულიორის“ ლაუნჯ-ბარის ექსკლუზიური კოქტეილია, რომელიც მხოლოდ ჩვენი ბარმენები მოგიმზადებენ. ცოცხალი ატმის და ციტრუსის გამაფხიზლებელი არომატი, საუკეთესო ქართულ ჭაჭასთან ერთად დაუვიწყარი საღამოს სასიამოვნო დასაწყისია. ეს სწორედ ის განსხვავებული კოქტეილია, რომლითაც აუცილებლად მოხიბლავთ თქვენს მეორე ნახევარს, უცხოელ სტუმარს ან მეგობარს. რჩეული ჭაჭის რბილი გემო კი „ფანჩს“ დამატებით ქართულ პეწს მატებს. კოქტეილს ფართოყელიანი ჭიქით მიირთმევენ იმისათვის, რომ ყველა ინგრედიენტის დაგემოვნება უკეთ შეძლოთ. 

მოჰიტო Mojito 

მოჰიტო ალბათ ყველაზე პოპულარული რომისგან მომზადებული კოქტეილია, თუმცა იგი სულაც არ შემოიფარგლება კლასიკური პიტნის და ლაიმის 

კომბინაციით. „ფუნიკულიორის“ ლაუნჯ-ბარში ჩვენ შემოგთავაზებთ განსხვავებულ მოჰიტოს მარწყვით, კენკრით, საზამთროთი, ჯინჯერით, ატმით და სხვა სეზონური ხილით.



სამერ სპრიტცი Summer Spritz


ეს კი ჩვენი მენიუს ყველაზე არომატული კოქტეილია. ცქრიალა ღვინო, ჯინი და ცოცხალი მარწყვი მოკლე ხანში მხიარულ განწყობას შეგიქმნით. სამერ სპრიტცი აუცილებლად მოეწონებათ ქალბატონებს - გემრიელი და ფერადი კოქტეილი მზიანი ხასიათით.

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 812 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar