მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » "თავდაყირა" კინოთეატრებში და კრიტიკოსთა შეფასებები
12:27 PM
"თავდაყირა" კინოთეატრებში და კრიტიკოსთა შეფასებები

“თავდაყირა” 3D, ეს გახლავთ ანიმაცია რომელმაც კინოკრიტიკოსთა გულები ერთბაშად დაიპყრო. ანიმაციური ფილმი პირველად კანის კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები და კინოკრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ მულტფილმი ნებისმიერი ასაკის მაყურებელზეა გათვლილი. 

“თავდაყირას“ ყველა პრესტიჟულ კინოპორტალზე უმაღლეში შეფასებები აქვს:www.imdb.com 8,9 ქულას ანიჭებს, პრეტენზიულობით ცნობილიwww.rottentomatoes.com კი 98%-ს, რაც უიშვიათეს შემთხვევაში ხდება. 

კრიტიკოსთა შეფასებებში ყველაზე ხშირად შემდეგ ფრაზებს ვაწყდებით:

“ეს არ არის უბრალოდ წლის საუკეთესო ფილმი, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციური ფილმია, რაც კი ოდესმე შექმნილა”.

“კინომოყვარული ფილმის მთავარ გმირში აუცილებლად 

ამოიცნობს საკუთარ თავს”.

“თავდაყირა” ძალიან თბილი მულტფილმია.ვინაიდან მოქმედება გოგონას თავში ვითარდება, ყველაფერი ისე დეტალურადაა აღწერილი, რომ ძალაუნებურად იწყებ საკუთარი ემოციების გაანალიზებას.

“რეჟისორი და სცენარისტი პიტ დოქტერი საკმაოდ კარგი ფსიქოლოგი აღმოჩნდა და მულტფილმი ორიგინალური იდეებთ და ცხოვრებისეული დაკვირვებებით სავსე გაოუვიდა”.

“პიქსარი აგრძელებს ანიმაციის სრულყოფილებას და უფრო მეტი რეალური დეტალებით ტვირთავს მას”.

“თქვენ იცინებთ და იტირებთ, ცოტათი შეგეშინდებათ კიდევაც და გაიხსენებთ თქვენი ცხოვრების ისეთ მშვენიერ მომენტებს, რომელიც თითქოს უკვე დავიწყებული გეგონათ”.

ანიმაციური ფილმის ნახვა კინოთეატრებში - "კავეა","რუსთაველი","ამირანი" და "აპოლო" უკვე შესაძლებელია.

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 581 | დაამატა: saf | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar