მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » თამაზ ელიზბარაშვილი - სტიქიის გამო უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს საბანკო ჯარიმები ემუქრებათ
11:21 AM
თამაზ ელიზბარაშვილი - სტიქიის გამო უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს საბანკო ჯარიმები ემუქრებათ

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ინფორმაციით, ქართული ბანკები სტიქიის გამო უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის შეღავათების გაწევაზე უარს ამბობენ და მათ ჯარიმებსა და საურავებს აკისრებენ.

 

 

ამიტომ ბიზნესმენი ბანკირებს მოუწოდებს, შევიდნენ ამ ადამიანების მდგომარეობაში:

 

 

 

„მინდა ბანკირების გასაგონად ვთქვა – ერთი ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის თხოვნაა, რომ ის ადამიანები, ვინც ცხოვრობდნენ სვანიძის ქუჩაზე და ვინც მუშაობდნენ ჩემს ფირმაში, და იგივე ვაკის ხორცკომბინატში, რომლებსაც ჰქონდათ კრედიტები ბანკებიდან, ბუნებრივია, ეს ხალხი დარჩა ხელფასების გარეშე და ბევრმა მათგანმა მომმართა თხოვნით, მეშუამდგომლა ბანკებთან, რომ ან გადავადება მოხდეს ან რაღაც შეღავათი გაუკეთდეს. გაოცებული ვარ – მქონდა რამდენიმე ზარი ბანკებში ამ თხოვნით და იმის მაგივრად, რომ შევიდნენ ამ გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობაში, პასუხი მივიღე ესეთი – არა, უნდა გადაიხადონ! საურავიც დაერიცხებათ და შეიძლება ჯარიმებიც და ა.შ. მე

 

თხოვნით მივმართავ – ჩემო კარგებო, ძალიან დიდ პატივს გცემთ ყველას, ჩემი კოლეგები ხართ, მაგრამ შედით ამ ხალხის მდგომარეობაში და კაცურად მოიქეცით! ეს სირცხვილია. შევარცხვინე ასეთი ბიზნესმენი და ასეთი ბანკირი.“

 

 

 

„ვაკის ხორცპროდუქტების“ გაყიდვების სამსახურის უფროსი დათო კიკვაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ რამდენიმე ბანკი თანახმაა, კომპანიის თანამშრომლებს გადაუვადოს სესხების გადახდა. ორ  ბანკთან აღნიშნულზე შეთანხმება მიღწეულია, დანარჩენებთან კი მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა, კიკვაძის თქმით, ბანკებს რომ საერთოდ ჩამოეწერათ ეს კრედიტები, ძალიან მცირე თანხა დაუჯდებოდათ, დაზარალებულებისთვის კი დიდი შეღავათი იქნებოდა. საუბარია სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე.

 

 

 

თუმცა, როგორც კომპანიის გაყიდვების სამსახურის უფროსი აცხადებს, ისინი ბანკებს ამას ვერ სთხოვდნენ, რადგან საუბარია ფიზიკური პირების კრედიტებზე, და ამ თხოვნით ბანკებს, ალბათ, მთავრობამ უნდა მიმართოს.

 
კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 600 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar