მთავარი » 2015 » ივნისი » 23 » „ტალახი მოდიოდა ონკანში, შემდეგ სარეცხი ფხვნილის მსგავსი სითხე“
4:33 PM
„ტალახი მოდიოდა ონკანში, შემდეგ სარეცხი ფხვნილის მსგავსი სითხე“

თბილისში, შანიძის ქუჩაზე მცხოვრები დაბინძურებული წყალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ეკა ბერძენიშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ონკანში ტალახიანი წყალი მოდიოდა.

„ტალახი მოდიოდა ონკანში, შემდეგ სარეცხი ფხვნილის მსგავსი სითხე 40 წუთის განმავლობაში", - ამბობს ბერძენიშვილი.

შანიძის ქუჩის მცხოვრებმა წყლის ფოტოები მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ ხელმძღვანელს გაუგზავნა. ფოტოები ლევან ხაბეიშვილმა „ფეისბუქში“ გაავრცელა.

შანიძის ქუჩასთან დაკავშირებით განცახდება გააკეთეს GWP-შიც, სადაც აცხადებენ, რომ შანიძის ქუჩაზე მილი არ არის დაზიანებული. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქია აღნიშნულ პრობლემას ვერ წარმოშობდა, რადგან თბილისის მოსახლეობა წყალს ჟინვალიდან ან არაგვის ხეობიდან იღებს.

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 666 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar