მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » სურსათის ეროვნული სააგენტო - სასმელი წყალი სტანდარტებს შეესაბამება
10:55 AM
სურსათის ეროვნული სააგენტო - სასმელი წყალი სტანდარტებს შეესაბამება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფომაციით, სასმელი წყალი სტანდარტებს შეესაბამება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს , სააგენტომ სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით, დედაქალაქის გამანაწილებელი ქსელიდან სასმელი წყლის სინჯები აიღო და გამოსაკვლევად გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიას გადაუგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სააგენტოს მიერ აღებული სასმელი წყლის ნიმუშები საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ "სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტს" შეესაბამება. ამდენად, ქ. თბილისის სასმელი წყალი უვნებელია და მომხმარებლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 646 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar