მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს მუშტაიდის პარკმა უმასპინძლა
9:50 AM
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს მუშტაიდის პარკმა უმასპინძლა

თბილისის მერიისა და შპს „ჯეო გოლდის“ ინიციატივით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს მუშტაიდის პარკმა უმასპინძლა. 40-მდე მოზარდს შესაძლებლობა ჰქონდა ატრაქციონებითა და საბავშვო რკინიგზით უფასოდ ესარგებლა. 
მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა1935 წლის 24 ივნისს გაიხსნა. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარკში დაგეგმილი იყო სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რაც თბილისში მომხდარი სტიქიის გამო გადაიდო. 

თბილისის მერიისა და მუშტაიდის პარკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, იუბილე სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან ერთად აღინიშნა. 

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები პარკში თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ მიიყვანა. 

თბილისის ერთ-ერთი უძველესი მუშტაიდის პარკი XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. 1935 წლის 24 ივნისს მუშტაიდის ბაღში მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა გაიხსნა. 

2011 წელს „მუშტაიდის პარკი“ 49 წლიანი მართვის უფლებით თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ შპს „ჯეო გოლდს“ გადასცა. ხელშეკრულების თანახმად. ინვესტორმა უზრუნველყო თანამედროვე სტანდარტების და ნორმების შესაბამისი პარკის კეთილმოწყობა და გასართობი ატრაქციონების დამონტაჟება. 

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 648 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar