მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » რუსი ჟურნალისტის ირონიული გამოსვლა თბილისის სტიქიაზე და ერთი კვირის თავზე დატბორილი მოსკოვი
11:26 AM
რუსი ჟურნალისტის ირონიული გამოსვლა თბილისის სტიქიაზე და ერთი კვირის თავზე დატბორილი მოსკოვი

თბილისის შემდეგ სტიქიას რუსეთის დედაქალაქში ებრძვიან. გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა მოსკოვის ცენტრალური უბნები დატბორა, დაფიქსირდა წყლის მეტროში შევარდნის შემთხვევებიც, რის გამოც მეტროსადგურის დაკეტვა გახდა საჭირო.

 

 

 

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ერთ დღე-ღამეში რუსეთის დედაქალაქში ნალექის თვიური ნორმა მოვიდა, რამაც რამდენიმე ქუჩის პარალიზება გამოიწვია.

 

 

 

გადაუღებელმა წვიმამ მოსკოვის მეტროსადგურ „შელკოვსკაიას“ ჩრდილოეთი შესასვლელი დატბორა. ამის გამო რამდენიმე ხნით მეტროსადგურის დაკეტვა გახდა საჭირო. ასევე ჩაიკეტა გზა ტვერსკის ქუჩაზე მეტროსადგურ მაიაკოვსკის რაიონში.

 

 

 

ზოგიერთ ქუჩაზე წყალმა მანქანები თითქმის გადაფარა. ადგილობრივი კომუნალური კომპანიის წარმომადგელების განცხადებით, მოსკოვის კანალიზაციას ამ ოდენობის წყლის გატარების შესაძლებლობა არ აქვს.

 

 

 

მოსკოვში უხვი ნალექი თბილისის სტიქიის შემდეგ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მოვიდა. სხვათა შორის, თბილისში მომხდარი სტიქია აქტიურად გააშუქა რუსულმა პრესამ.

 

 

 

სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლის გასაკუთრებული გაღიაიზნება გამოიწვია ოდიოზური რუსი ჟურნალისტის სერგეი დორენკოს განცხადებებმა. როგორც მან 15 ივნისს რადიო Говорит Москва-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, სიტუაცია თბილისში ერთი მხრივ ტრაგიკული, მეორე მხრივ კი ძალიან კომიკური იყო.

 

 

 

„კომიკურია ქართველი ჰიპოპოტამი, რომელიც ქართველებთან ერთად სადღაც მიდის. მას ისეთი გამომეტყველება აქვს თითქოს ახლახან თქვა სადღეგრძელო“,- აღნიშნა ჟურნალისტმა.

 

 

სერგეი დორენკომ ისაუბრა ცხოველების დახოცვის შესახებაც და განაცხადა, რომ საქართველო აფრიკის ნაირსახეობაა და შესაძლოა, იქ არ აქვთ ცხოველების დასაძინებელი საშუალებები. ჟურნალისტის შეფასებით, მთლიანობაში საქართველო მოშლილი და დეგრადირებულია.

 

 

 

რუსმა ჟურნალისტმა ისაუბრა სტიქიის მიზეზების შესახებაც. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში ადამიანებს ძირითადად 2 პრეტენზია აქვთ. დორენკოს განცხადებით,  პირველი პრეტენზია არის ის, რომ თბილისში ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული დიდი სვეტის ჩადგმით მდინარე ვერეს ჩაუკეტეს გასასვლელი. მეორეს პრეტენზია, ჟურნალისტის ინფორმაციით, არის ის, რომ გაკეთდა ესტაკადა მდინარე ვერეს თავზე, რომელმაც ასევე "რაღაც მსგავს მდგომარეობაში" მოაქცია ვერე.

 

 

 

 

სოციალურ ქსელებში დორენკოს გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლების ერთმა ნაწილმა ის ცინიკურად და არაეთიკურად შეაფასა. 

 

ამ განცხადებებიდან რამდენიმე დღეში წყალდიდობის პრობლემის წინაშე მოსკოვიც დადგა. რა შეფასებებსა და ასოციაციებს იწვევს დატბორილი მოსკოვი, დორენკო, ალბათ უახლოესი რადიო ეთერით ისაუბრებს. 

 

 

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 606 | დაამატა: saf | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar