მთავარი » 2015 » ივნისი » 23 » რუსეთმა უკრაინელ მოჭადრაკეში 20 ათასი ევრო გადაიხადა
4:34 PM
რუსეთმა უკრაინელ მოჭადრაკეში 20 ათასი ევრო გადაიხადა

რუსული სააგენტო Lenta.ru-ს ინფორმაციით, რუსეთის ჭადრაკის ფედერაციამ უკრაინელ მოჭადრაკე ეკატერინა ლაგნოში 20 ათასი ევრო გადაიხადა. შედეგად, ლაგნო გადავიდა რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის იურისდიქციაში.

როგორც ცნობილია, ეკატერინა ლაგნომ რუსეთში გადასვლის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მარტში დაწერა. უკრაინულმა მხარემ ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული დარღვევები იპოვა, თუმცა იურისტების მუშაობის შემდეგ, ლაგნო რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის წევრი გახდა.

კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 638 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar