მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » როგორ შევაგროვოთ ნაღდი ფული?
11:30 AM
როგორ შევაგროვოთ ნაღდი ფული?

არსებობს ფულის შეგროვების სხვადასხვა გზები, მეთოდები და არხები, რაც ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად ვითარდება, იხვეწება და იღებს მრავალფეროვან სახეს. ეს უკანასკნელი მაქსიმალურად არის მორგებული, ერთის მხრივ ბიზნესის, ხოლო მეორეს მხრივ გადამხდელების მოთხოვნებზე. მეტიც, გადახდის ახალი მეთოდების თუ არხების შემუშავება და განვითარება ბევრად უსწრებს წინ გადამხდელების მოთხოვნილებებს თუ მოლოდინებს და სთავაზობს მას ალტერნატივების ფართო სპექტრს.

ნაღდის სახით გადახდა და უნაღდო ანგარიშსწორება, არის და რჩება გადახდის ორ მთავარ მეთოდად, თუმცა ეს უკანასკნელი დღითიდღე ვითარდება და იძენს ახალ სახეს. უნაღდო ანგარიშსწორების განვითარებასთან ერთად ვითარდება საგადახდო არხებიც. აღსანიშნავია, რომ საგადახდო არხების განვითარება ბიზნესისთვის იძლევა ფულის შეგროვების საშუალებების დივერსიფიკაციის და ფულის შეგროვებასთან დაკავშირებული რისკების გადანაწილების შესაძლებლობას, ხოლო გადამხდელებისთვის კი მარტივად ხელმისაწვდომს ხდის ალტერნატიულ გადახდის საშუალებებს .

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში სწრაფი ტემპით განვითარდა საგადახდო სისტემები, არხები და მეთოდები. შესაბამისად, კომპანიებს, მიუხედავად მათი სიდიდისა (იქნება ეს მსხვილი, საშუალო თუ მცირე ზომის კომპანია), შესაძლებლობა აქვთ თავიანთი საბილინგო სისტემით, ან მის გარეშე (დამოკიდებულია ბიზნესის სპეციფიკაზე და აღრიცხვის წარმოების მეთოდსა და სისტემაზე), ჩაერთონ სხვადასხვა საგადახდო არხში და ამით თავიდან აიცილონ ფულის შეგროვებასთან დაკავშირებული საოპერაციო სიმძიმე. აღარც სალაროს მოწყობაა აუცილებელი და გადახდის სხვადასხვა არხით შესაძლებელია ფულის მარტივად და მოქნილად შეგროვება და მისი კომპანიის საბანკო ანგარიშებზე აკუმულირება.

გთავაზობთ საქართველოში განვითარებული საგადახდო არხების და ბაზრის ტენდენციების მოკლე მიმოხილვას, რაც ბიზნეს სუბიექტების წარმომადგენლებს მისცემს შესაძლებლობას შეაფასონ ბაზარზე არსებული შესაძლებლობები და ალტერნატივები, თუ როგორ და რა საშუალებებით შეაგროვონ მომხმარებლებისგან ნაღდი ფული.

პლასტიკური ბარათები

ფართოდ გავრცელდა პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორება და უკვე მრავალ სავაჭრო ობიექტში არის შესაძლებელი ბარათით გადახდა. თუმცა ნაღდის სახით გადახდა კვლავაც აქტუალურია და მოქმედებს, როგორც მთავარი გადახდის მეთოდი. აღსანიშნავია, რომ ბევრი სავაჭრო ობიექტი თავს არიდებს პოს ტერმინალების დადგმას ბანკისთვის გადასახდელი მაღალი საკომისიოდან გამომდინარე და ამჯობინებს თანხა თავად შეაგროვოს. თუმცა,  ანგარიშსწორებისთვის პლასტიკური ბარათების გამოყენების, ისევე როგორც სავაჭრო ობიექტებში პოს ტერმინალების განთავსების ტენდენცია დადებითია და შეუქცევადი.

ა1ა2ა3

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ყოველ წლიურად ასევე იზრდება პლასტიკური ბარათებით ონლაინ სივრცეში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა და თანხის მოცულობა. პარალელურად იმატებს ქართული ონლაინ მაღაზიების რაოდენობაც, სადაც ანგარიშსწორება შესაძლებელია პლასტიკური ბარათებით. ადგილობრივ ბაზარზე ბარათით ანგარიშსწორების საკომისიო 0%-დან 2.04%-მდე მერყეობს, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა სოლიდური თანხა გამოვიდეს. თუმცა, ანგარიშსწორების მოქნილობიდან გამომდინარე, პროდუქტი საკმაოდ მიმზიდველია, რაზეც მეტყველებს კიდეც ქვემოთ მოცემული გრაფა.

operations-with-cards-online1

თვითმომსახურების აპარატები

განვითარდა თვითმომსახურების აპარატების ქსელი და ბაზარზე რამდენიმე მთავარი მოთამაშე დამკვიდრდა: TBC Pay, Nova Technology, Express Pay და Tao Privat Bank, Liberty Bank, IPS. კონკურენცია დიდია და თითოეული პროვაიდერი ცდილობს არ დაკარგოს ბაზრის მისი წილი და ხელსაყრელი პირობა შესთავაზოს, როგორც კომპანიებს, ისე მომხმარებლებს. თუმცა, ბიზნესი ბიზნესია და მას სჭირდება შემოსავალი, მითუმეტეს თუ გადახდების მიღება კომპანიის მთავარი საქმიანობაა და არ წარმოადგენს ბანკის დამატებითი მომსახურების არხს. შესაბამისად, აღნიშნულ აპარატებში დაწესებული საკომისიოები რიგ შემთხვევებში არცთუ ისე დაბალია. კომპანიების უმეტესობა არ ასუბსიდირებს მის მიერ მისაღებ გადასახდელებს, შესაბამისად, საკომისიოს სიმძიმე მეტწილად მომხმარებლებზე გადადის. ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნულ თვითმომსახურების აპარატებში უკვე საკმაოდ მრავალი კომპანიის სერვისის გადახდაა წარმოდგენილი, რაც უდაოდ ძალზედ მოსახერხებელ და მოქნილ მომსახურებას წარმოადგენს მომხმარებლისთვის მარტივად გადაიხადონ ესა თუ ის გადასახადი.

თვითმომსახურების აპარატები ქვეყნის მასშტაბით მრავალ წერტილში არის განთავსებული და მათი რაოდენობა მზარდია. ოფიციალური სტატისტიკის არ არსებობის გამო, მოცემულ სტატიაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ და გამოვთვალოთ თითოეული მოთამაშის ბაზრის წილი:

payment-terminals

ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა პროვაიდერის კუთვნილი აპარატები გვერდიგვერდ არის განთავსებული, რაც მათ შორის კონკურენციას ზრდის და გარკვეულწილად აბალანსებს ამა თუ იმ სერვისზე დაწესებულ საკომისიოს ოდენობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავის მხრივ, კომპანიებს შეუძლიათ მათი სერვისი ჩართონ სხვადასხვა პროვაიდერთან და ამით შეამცირონ რომელიმე პროვაიდერზე მათი დამოკიდებულების რისკი.

თვითმომსახურების აპარატები ფუნქციონირებს ონლაინ რეჟიმში 24/7-ზე, შესაბამისად მათი საშუალებით განხორციელებული გადახდები მყისიერად აისახება სერვისის მომწოდებლის საბილინგო სისტემაში და საშუალებას აძლევს მომხმარებელს არ იყოს დამოკიდებული ბანკების სამუშაო გრაფიკზე და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში განახორციელოს გადახდა.

და ბოლოს, თვითმომსახურების აპარატების პარალელურად, კომპანიებს შეუძლიათ თავიანთი სერვისის გადახდა ჩართონ ანალოგიური მექანიზმით მომუშავე კომერციული ბანკების საბილინგო სისტემაში, რაც კიდევ უფრო აფართოებს მათ მიერ თანხის შეგროვების არხებს.

ელექტრონული ფული

ელექტრონული საფულის პროვაიდერები და ვებ გვერდები, სადაც შესაძლებელია ელექტორნული ფულის განთავსება, იმკვიდრებენ თავის ადგილს საქართველოს საგადახდო სისტემების ბაზარზე, სადაც რამდენიმე ძირითადი პროვაიდერი უკვე წარმოდგენილია – UniPayeMoneyPayBox.geVoVoVo.ge,myPay.geMoney Movers.

აღნიშნული პროვაიდერები მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს. სერვისებს შორის მთავარი ადგილი უკავია სხვადასხვა ტიპის გადასახადების ელექტრონული ფულით გადახდას. საფულის მომხმარებლებს დამატებით შეუძლიათ საფულეებს შორის თანხის გაგზავნა და მიღება, ონლაინ მაღაზიებში ანგარიშსწორება და სხვადასხვა არხებიდან თანხების საფულის ანგარიშზე აკუმულირება, რაც შემდგომში მათი განაღდების საშუალებას იძლევა.

კატეგორია: თანამედროვე | ნანახია: 794 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar