მთავარი » 2015 » ივნისი » 23 » ყველაფერი ყველაფერზე: დიდი ათეულის მორიგი წიგნი
5:50 PM
ყველაფერი ყველაფერზე: დიდი ათეულის მორიგი წიგნი

10 ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკული წიგნი. 
რატომ `სამაგიდო"? იმიტომ, რომ თქვენთან ახლოს იყოს, რადგან აქ მოცემული ინფორმაცია ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ სხვადასხვა მიზნისთვის შეიძლება დაგჭირდეთ. ყველა ეს წიგნი სხვადასხვა დროის ბესტსელერია, რომლებიც ახლა უკვე განახლებული დიზაინით და თანამედროვედ რედაქტირებული გამოიცემა.
სიბრძნის ენციკლოპედია _ მსოფლიო მნიშვნელობის მოაზროვნეთა ბრძნული გამონათქვამები, აზრები, რომელთაგან ნებისმიერმა შეიძლება ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
ყველაფერი ყველაფერზე – პიროვნება, ქვეყანა, ტერმინი, ბუნება, მსოფლიოს საოცრებები, ლიტერატურა და არქიტექტურა, ცნობილი ფაქტი და მოვლენა _ ყველაფრის მოკლე და გასაგებ განმარტებას ამ ტომში იპოვით.
დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია – გინდათ, იცოდეთ გავრცელებული დაავადებები და მათი თავიდან აცილების შესაძლებლობები? ამ წიგნზე 24 ცნობილი ქართველი პროფესორი და ექიმი მუშაობდა.
საოჯახო სამზარეულო – არაერთი თაობის კულინარიული რეცეპტების საუკეთესო კრებული. 
ქართული ხალხური ზღაპრები _ ძილის წინ მოსაყოლი უძველესი ქართული საგანძური.
მეურნის ენციკლოპედია – ილუსტრირებული ცნობარი _ ოთახის მცენარეების მოვლიდან და ჩითილების გამოყვანიდან დიდ ფერმერულ მეურნეობამდე.

 

29 ივნისიდან გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად ,,ყველაფერი ყველაფერზე”

დიდი სამაგიდო ენციკლოპედია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას: ისტორიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის, ტექნიკის, ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, კინოს, მითოლოგიის, სპორტის, მედიცინის დარგებიდან.

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 3680 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar