მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » მტკვარში სტიქიის დროს დაკარგულ სამ ცხედარს ეძებენ
11:58 AM
მტკვარში სტიქიის დროს დაკარგულ სამ ცხედარს ეძებენ

სტიქიის შედეგად დაკარგულების ცხედრების საძიებო სამუშაოები მტკვარში ამ დრომდე მიმდინარეობს. თბილისიდან რუსთავამდე მონაკვეთზე სამი ცხედრის ძიებაში ჩართულია სამაშველო სამსახურის 8 წარმომადგენელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. 

მათი ცნობით, ცხედრების ძიება მიმდინარეობს ქვემო ქართლის ტერიტორიაზეც. სპეცტექნიკასთან ერთად, საძიებო ღონისძიებებს მყვინთავები ახორციელებენ.

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 775 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar