მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » მესი: ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ რეკორდს მოვხსნიდი!
12:50 PM
მესი: ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ რეკორდს მოვხსნიდი!

"ბარსელონას" შემტევმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ის ვერასდროს წარმოიდგენდა თუ "პრიმერა დივიზიონის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა. არგენტინელმა ეს რეკორდი მიუძღვნა ყველას ვინც  "ბარსელონურ" კარიერის გაკეთებაში, პირველი დღიდან დღემდე  დაეხმარა...

 

  მესიმ "სევილიასთან" გამართულ მატჩზე, რომელიც მისმა გუნდმა 5:1 მოიგო, 3 გოლი გაიტანა და 253 გოლით პრიმერა დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან აღიარა, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ როდესმე ამ რეკორდს დაამხობდა.

 

 არგენტინელმა საკუთარ სოცუალურ ქსელში განაცხადა, რომ 2005 წელს, როდესაც პირველი გოლი გაიტანა "ბარსელონას" მაისურით, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ თითქმის 10 წლის მერე ამ რეკორდს დაამყარებდა.

 

 " როდესაც ჩემს კარიერაში პირველი გოლი გავიტანე, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ტელმო ზარას უნიკალურ რეკორდს დავამხობდი.

 

 ამ წარმატებას ვერაფრით მივაღწევდი, რომ არა ის ხალხი, ვინც ჩემი აქ ყოფნის დროს ყოველდყე და ყველაფერში გვერდში მედგნენ. მინდა ეს რეკორდი მათ მივუძღვნა.

 

 ასევე მინდა მივუძღვნა ეს რეკორდი იმ ხალხს ვინც დღეს ჩვენთან ერთად აღარ არის და დიდი მადლობა ვუთხრა მათ ყველაფრისთვის."

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 684 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar