მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » მამაკაცი, რომელმაც ერთ დღეში ორი ავარია მოახდინა, მეორეს თავად ემსხვერპლა
10:01 AM
მამაკაცი, რომელმაც ერთ დღეში ორი ავარია მოახდინა, მეორეს თავად ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში მომხდარ ავარიას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თელავი-თბილისის მაგისტრალზე მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ამასთან, მანამდე ამავე "ოპელის" მძღოლი სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტომანქანას შეეჯახა, რომელშიც ოთხი მგზავრი იჯდა. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. ერთი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 609 | დაამატა: saf | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar