მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » GWP - თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი სტანდარტებს შეესაბამება
10:54 AM
GWP - თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი სტანდარტებს შეესაბამება

ომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, თბილისის მოსახლეობისთვის დღეს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის რეკომენდაციებს. "სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით" გათვალისწინებულ პარამეტრებს", - აცხადებენ კომპანიაში. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალური Facebook-გვერდით თბილისელებს საშუალება აქვთ, ყოველდღიურად გაეცნონ "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით" გათვალისწინებულ პარამეტრებსა და კომპანიის წყალსადენის სათავო ნაგებობებიდან მიღებული სასმელი წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ აბონენტს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით რაიმე სახის ეჭვი ან პრეტენზია გაუჩნდება, შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს (2 93 11 11) ან Facebook-ის გვერდს.

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 672 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar