მთავარი » 2015 » ივნისი » 23 » გიორგი ვასაძის 10 ფიტნეს-რჩევა
5:42 PM
გიორგი ვასაძის 10 ფიტნეს-რჩევა

გიორგი ვასაძე, პირველი ქართველი მონაწილე იყო ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე, რომელმაც კატეგორიაMen's Physique-ში საქართველოს ათლეტთა ფედერაციის სახელით მიიღო მონაწილეობა. დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით საქართველოში დაბრუნებული ათლეტი, ამჯერად ქართველ მამაკაცებს ძალიან პრაგმატულ რჩევებს აძლევს, რომლების გათვალისწინებაც უკვე მოახლოებული ზღვის სეზონისთვის სხეულზე სასურველი ფორმების მიღებას ხელს ნამდვილად შეუწყობს. 

”ზღვის სეზონის დაწყებამდე დაახლოებით თვენახევარია დარჩენილი. ამ დროში მსურველებს შეუძლიათ საგრძნობლად განიცადონ კორექცია და შეცვალონ თავიანთი სხეული”,- აღნიშნავს გიორგი ვასაძე და მსურველებს 10 პრაგმატულ რჩევას სთავაზობს, რომლებიც კვების რაციონს, ვარჯიშსა და ძილს მოიცავს:

1. პირველ რიგში, უნდა დაემშვიდობოთ ცომეულსა და პურეულს.
2. ყოველდღიურად უნდა გააკეთოთ მუცლის პრესის ვარჯიშები დილით, დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში. ვარჯიშს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყოველდღიური ხასიათი.
3. ჩართეთ მეტი ცილა თქვენი კვების რაციონში: საქონლის ხორცი, ქათმის თეთრი ხორცი, კვერცხი, 0%-იანი ხაჭო.
4. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სალათებს. მიირთვით ბოსტნეული. 
5. სითხე - უნდა მიიღოთ სამ ლიტრაზე არანაკალები წყალი დღის განმავლობაში,
6. ვისაც გაქვთ ფინანსური საშუალება, აიყვანეთ კვალიფიციური მწრთვნელი, რომელიც ზუსტად შეგირჩევთ საჭირო ვარჯებსა და მათ ინტენსივობას. 
7. უარი თქვით სწრაფი კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებულ საკვებზე.
8. ძილი - მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი: უნდა იძინოთ 7-8 საათი დღე-ღამის განმავლობაში. ძილი აუცუილებელია ჰორმონების კარგად მუშაობისთვის. ჰორმონების სწორი მუშაობა თმის, კანისა და ფრჩხილების სილამაზეზეა პასუხისმგებელი.
9. იყავით თავდაჯერებული და მონდომებული, რათა მიაღწიოთ სასურველ შედეგს.
10. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა და გახსოვდეთ, სულ მალე, გასარუჯად გასულს სამოსის გახდის არ შეგრცხვებათ. პირიქით, თქვენი სხეული თითქმის უნაკლო იქნება.
 

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 670 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar