მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » Galaxy S6-ის, Xperia Z3+-ის, LG G4-ის და HTC One M9-ს შედარება
9:38 AM
Galaxy S6-ის, Xperia Z3+-ის, LG G4-ის და HTC One M9-ს შედარება

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ყველაზე პოპულალური მობილური ბრენდების, 2015 წლის მთავარ ფლაგმანური მოწყობილების განხილვას და გავარკვევთ რომელია საუკეთესო და რატომ!

Samsung Galaxy S6-ის უპირატესობა სხვა ბრენდის სმარტფონებთან:

1. 14 ნანონემეტრიანი ჩიფსეტი, რომელიც სამსუნგის თქმით ეკონომიურია ენერგო მოხმარების მხრივ, თუმცა უამრავმა ტესტებმა ვერ დაამტკიცა პრაქტიკულად სამსუნგის მიერ თეორიულად თქმული.

2. QHD რეზოლუციის ეკრანი, თუმცა აღნიშნული რეზოლუციით LG-ის ფლაგმანიც მშვენიურად იწონებთ თავს, მითუმეტეს LCD ეკრანი ბევრად რეალურ ფერებს გვაძლევს ვიდრე სამსუნგში გამოყენებული OLED ტექნოლოგია და შემდეგში მარკეტინგულად გადაკეთებულ-დამუშავებულ “Super AMOLED” ეკრანად წოდებული.

3. მეტალის და შუშის დიზაინი, თუმცა აღნიშნული მატერიალებით სონი ბოლო ორი წელია იწონებს თავს.

4. თითის ანაბეჭდის სენსორი, თუმცა რამდენად შეიძლება უპირატესობად ჩაითვალოს, ეს მომხმარებელმა გადაწყვიტოს.

5. გულის ცემის საზომი სენსორი, ანალოგიურია, მომხმარებელმა უნდა შეაფასოს  რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისთვის.

6. სონის წარმოებული 16 მეგაპიქსელიანი კამერა წერტილოვანი ავტოფუკუსით და 1/2.6 ინჩის სენსორის ზომით.

Samsung Galaxy S6-ის უარყოფით მხარეები:

1. არააქვს რადიო, რაც პრემიუმ სმარტფონისთვის მნიშვნელოვნად დიდი დანაკლისია.

2. არააქვს მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა, რაც ასევე დიდი მინუსია ფლაგმანური მოწყობილობისთვის.

3. არ არის წყალ და მტვერ გამძლე

4. არააქვს სტერეო დინამიკები.

5. 2550 მილიამპერიანი ბატარეა, რაც 5.1 ინჩიანი QHD რეზოლუციის ეკრანზე ძალიან ცუდ შედეგებს იძლევა.

 

Sony-announces-the-Sony-Xperia-Z4

Sony Xperia Z3+-ის უპირატესობები სხვა ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონებთან:

1. 2930 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც სონის განცხადებით კიდევ უფრო დიდხანს ძლებს ვიდრე საკუთარი წინა თაობის ფლაგმანური სმარტფონები, ამ საქმეში სონი პიონერია.

2. ყველაზე დიდი 1/2.3 ინჩის სენსორის მქონე კამერა და ყველაზე მეტი 20.7 მეგაპიქსელიანი სენსორი, 25 მილიმეტრიანი G ლინზებით და ISO12800-ით.

3. 5.1 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, 25 მილიმეტრიანი G ლინზებით და ოპტიკური სტაბილიზაციით.

4. სმარტფონი არის წყალ და მტვერ გამძლე.

5. სმარტფონს აქვს რადიო (თუმცა LG-ის და HTC-ის ფლაგმანებსაც აქვთ).

6. სმარტფონს აქვს მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა (თუმცა LG-ის და HTC-ის ფლაგმანებსაც აქვთ)

7. PS4-ის სერთიფიკატი, სადაც თქვენ შეგეძლებათ სმარტფონი გამოიყენოთ PS4-ის ეკრანად.

8.  სონის აქვს მაღალი რეზოლუციის აუდიო სისტემა Hi-Res და სტერეო დინამიკები კორპუსის წინა მხარეს.

9. “Birds Luminous”, ახალი ტიპის ეკრანი

10. მეტალის და შუში დიზაინი

11. LDAC აუდიო სისტემა

12. DSEE HX აუდიო სისტემა

Sony Xperia Z3+-ის უარყოფითი მხარეები:

1. დიზაინი გავს წინა ფლაგმანს, მაგრამ მაინც შეცვლილია სლოტების და დინამიკების განლაგება, აგრეთვე კანტები უფრო პრიალაა გამხდარი.

2. არააქვს ინფრა წითელი პორტი, რასაც იშვათად თუ გამოიყენებენ ალბათ.

3. არააქვს თითის ანაბეჭდის სენსორი, ეს რამდენად შეიძლება უარყოფითად ჩაითვალოს, მომხმარებელმა შეაფასოს.

 

LG G4-ის უპირატესობები:

1. უფრო დიდი 5.5 ინჩიანი ეკრანი QHD რეზოლუციით, თუმცა ამას დიდი მინუსი 3000 მილიამპერიანი ბატარეა მოყვება, რაც წინა თაობის ფლაგმანური სმარტფონიდან კარგად გვახსოვს, თუ რა ცუდი შედეგებიც ჰქონდა იგივე რეზოლუციის, იგივე ზომის ეკრანზე.

2. F1.8 დიაფრაგმის კამერის ლინზა 16 მეგაპიქსელიან კამერის სენსორზე, ეს კიდევ რამდენა შეიძლება უპირატესობად ჩაითვალოს მომხმარებელმა შეაფასოს.

3. 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, თუმცა ამჯერა მეგაპიქსელებს თუ არ შევხედავთ სონის ბევრად უკეთესი მახასიათებლები აქვს.

4. ლაზერული ავტოფოკუსი, ვინ რაში იყენებს ჯერ კიდევ გასარკვევია.

5. შედარებით კომპაქტური კორპუსი.

LG G4-ის უარყოფითი მხარეები:

1. გამოიყენებს 6 ბირთვიან 64 ბიტიან ჩიფსეტს “Qualcomm Snapdragon 808″ , რომელიც SONY-ს და HTC-ის ფლაგმანურ სმარტფონებს ვერ უწევს კონკურენციას, რომლებსაც აქვს Snapdragon 810-ის 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი ჩიფსეტი, ამავე დონის 8 ბირთვიანი ჩიფსეტია სამსუნგის სმარტფონშიც.

2. გრაფიკული პროცესორი Adreno 418, რაც  SONY-ს და HTC-ის სმარტფონებში წარმოდგენილ Adreno 430-ს და სამსუნგის სმარტფონში წარმოდგენილ Mali-T760MP8-ს საერთოდ ვერ უწევს კონკურენციას.

3. მოძველებული LPDDR3 ოპერატიული მეხსიერება, როცა ყველა მის კონკურენტს აქვს LPDDR4 მეხსიერება.

4. სუსტი 3000 მილიამპერიანი პატარეა, რაც ზემოთ უკვე ავღნიშნე.

5. არ არის წყალ და მტვერ გამძლე, თუმცა ეს მომხმარებელზეა დამოკიდებული, უნდა თუ არა ამ გამძლეობის სმარტფონი.

6. ეკრანი არ გაზრდილა წინა ფლაგმანთან შედარებით, თუმცა გაიზარდა კორპუსის ზომები.

7. არააქვს თითის ანაბეჭდის სენსორი.

8. არააქვს გულის ცემის საზომი სენსორი.

9. ტყავის უკანა ხუფი, რომელიც ადვილად შეიძლება გაცვდეს, თუმცა არსებობს პლასმასის ვარიანტები.

10. არაპრემიუმ დიზაინი, პლასმასის და ტყავის ნაზავი.

11. ოდნავ მოხრილი დიზაინი.

12. ზომებში სმარტფონების კვალობაზე ძალიან დიდია.

HTC One M9-ის უპირატესობები:

1. მაღალ ხმიანი სტერეო დინამიკები

2. მეტალის დიზაინი

3. ულტრაპიქსელის ტექნოლოგიის ფრონტალური კამერა, რომელიც წარმოდგენილი 4 მეგაპიქსელით და თითოეული პიქსელის ზომაა 2 მიკრონპიქსელს შეადგენს, რაც ძალიან კარგი შედეგია, თუმცა სხვა ბრენდები სერიოზულ კონკურენციას უწევენ მაინც.

4. ტოშიბას წარმოებული 20.1 მეგაპიქსელიანი კამერა 1/2.4 ინჩის ზომის სენსორით.

HTC One M9-ის უარყოფითი მხარეები:

1. კონკურენთებთან შედარებით სმარტფონი ძალიან სქელია და არა კომპაქტურია 5 ინჩიან ეკრანთან შეფარდებით.

2. არ არის წყალ და მტვერ გამძლე

3. არააქვს თითის ანაბეჭდის სენსორი

4. არააქვს გულის ცემის საზომი სენსორი

 

HTC-ს და SONY-ს სმარტფონებს აქვს ქუალქომის წარმოებული 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი “Snapdragon 810-ის ჩიფსეტი:

ტექნიკური მახასიათებლებია:

  • 4 მაღალი წარმადობის Cortex-A57 არქიტექტურის ბირთვებით 2 გიგაჰერც სიხშირით და 4 შედარებით დაბალი წარმადობის  Cortex-A53 არქიტექტურის ბირთვებით 1.5 გიგაჰერც სიხშირით(100 პროცენტით სწრაფი წინა მორბედთან შედარებით)
  • გრაფიკული პროცესორი Adreno 430 650 მეგაჰერც სიხშირით (30 პროცენტით სწრაფი წინა მორბედთან შედარები)
  • DSP პროცესორი-Hexagon V56 800 მეგაჰერც სიხშირით
  • მეხსიერების ტექნოლოგია-4 გიგაბაიტიანი ოპერატიული LPDDR4 1600 მეგაჰერც სიხშირით, ორ არხიანი 64-ბიტიანი (გამტარობა 25.6 გიგაბაიტი წამში).
  • 4K UHD ეკრანის მხარდაჭერა
  • 4K ვიდეოს ყურება და გაშვება სხვა მოწყობილობაზე, HDMI1.4
  • კამერის Gyro-ვიდეო სტაბილიზაცია, 4K და 3D ვიდეო გადაღება წამში 30 კადრით, 1080P ვიდეო გადაღება 120 კადრი წამში და ვიდეო გადაღებაზე ხმაურის შემცირება. 14 ბიტიანი ორმაგი სიგნალის მიმღები  55 მეგაპიქსელიანი კამერის და 1.2 გიგაპიქსელ გამტარობის მხარდაჭერა, ორმაგი ISP პროცესორი.
  • Qualcomm® VIVE™ 2-სტრიმინგი 802.11ac როგორც მულტი MIMO, რომელიც წარმოადგეს ყველაზე სწრაფ Wi-Fi® ტექნოლოგიას (300 მეგაბიტი წამში, სამ ანტენიანი)
  •  eMMC 5.0 მხარდაჭერა
  •  OpenGL ES 3.1
  • 4G LTE ქსელების მხარდაჭერა მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე კატეგორიების სამმაგი 20 მეგაჰერც სიხშირით (ჯამში 60 მეგაჰერც სიხშირით). LTE FDD, LTE TDD, WCDMA (DC-HSPA+, DC-HSUPA), CDMA1x, EV-DO Rev. B, TD-SCDMA და GSM/EDGE გლობალური ქსელების მხარდაჭერა.
  • Qualcomm Quick Charge 2.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგია
  • USB 3.0/2.0
  • Bluetooth 4.1
  • Qualcomm WiPower ენერგო დაზოგვის ტექნოლოგია
  • NFC
  • GPS ტექნოლოგია მერვე თაობის Qualcomm IZat
  • 3D თამაშების 4K რეზოლუციის ეკრანზე გაშვების შესაძლებლობა

LG-ის სმარტფონს აქვს ქუალქომის 6 ბირთვიანი ჩიფსეტი, 

6 ბირთვიანი Snapdragon 808-ის ტექნიკური მახასიათებლებია:

  • 2 მაღალი წარმადობის Cortex-A57 არქიტექტურის ბირთვებით 2 გიგაჰერც სიხშირით და 4 შედარებით დაბალი წარმადობის  Cortex-A53 არქიტექტურის ბირთვებით 1.5 გიგაჰერც სიხშირით.
  • გრაფიკული პროცესორი Adreno 418 600 მეგაჰერც სიხშირით (20 პროცენტით სწრაფი წინა მორბედთან შედარები)
  • DSP პროცესორი-Hexagon V56 800 მეგაჰერც სიხშირით
  • მეხსიერების ტექნოლოგია-4 გიგაბაიტიანი ოპერატიულის მხარდაჭერა, LPDDR3 933 მეგაჰერც სიხშირით, ორ არხიანი 32-ბიტიანი (გამტარობა 12.8 გიგაბაიტი წამში).
  •  WQXGA (2560×1600) ეკრანის მხარდაჭერა
  • 4K ვიდეოს ყურება და გაშვება სხვა მოწყობილობაზე, HDMI1.4
  • კამერის Gyro-ვიდეო სტაბილიზაცია, 4K და 3D ვიდეო გადაღება წამში 30 კადრით, 1080P ვიდეო გადაღება 120 კადრი წამში და ვიდეო გადაღებაზე ხმაურის შემცირება. 12 ბიტიანი ორმაგი სიგნალის მიმღები  55 მეგაპიქსელიანი კამერის და 1.2 გიგაპიქსელ გამტარობის მხარდაჭერა, ორმაგი ISP პროცესორი.
  • Qualcomm® VIVE™ 2-სტრიმინგი 802.11ac როგორც მულტი MIMO, რომელიც წარმოადგეს ყველაზე სწრაფ Wi-Fi® ტექნოლოგიას (300 მეგაბიტი წამში, სამ ანტენიანი)
  •  eMMC 5.0 მხარდაჭერა
  •  OpenGL ES 3.1
  • 4G LTE ქსელების მხარდაჭერა მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე კატეგორიების სამმაგი 20 მეგაჰერც სიხშირით (ჯამში 60 მეგაჰერც სიხშირით). LTE FDD, LTE TDD, WCDMA (DC-HSPA+, DC-HSUPA), CDMA1x, EV-DO Rev. B, TD-SCDMA და GSM/EDGE გლობალური ქსელების მხარდაჭერა.
  • Qualcomm Quick Charge 2.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგია
  • USB 3.0/2.0

ქუალქომის ამ ჩიფსეტებით გაიგებთ რა განსხვავებებია მათ შორის და მიხვდებით რა უპირატესობები რომელ ფლაგმანურ სმარტფონს გააჩნია.

სამსუნგის სმარტფონის პროცესორს რაც შეეხება გეტყვით იმას, რომ არის Snapdragon 810-ის დონის, თუმცა სამსუნგის პროცესორი 14 ნანომეტრიანია და ყველა სხვა დანარჩენი 20 ნანომეტრიანი არქიტექტურით, ეს მე თუ მკითხავთ სულაც არ ჩაითვლება სამსუნგის უპირატესობათ, რადგან არ აჩვენა ის შედეგები პრაქტიკაში, რაც თეორიულად დაანონსა სამსუნგმა.

კატეგორია: თანამედროვე | ნანახია: 674 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar