მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა
9:47 AM
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯონ მაკკისიკი ჭუბერსა და ხაიშში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, მოკვლეული და შესწავლილია 34 დევნილი ოჯახი.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება და საოჯახო ინვენტარი გადასცა. შეხვედრებისას გამოიკვეთა, რომ სვანეთში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ზუგდიდის ოფისში მისვლა სირთულეს წარმოადგენს. მინისტრის გადაწყვეტილებით, სამმართველოს თანამშრომლები ადგილზე ჩავლენ და დევნილ ოჯახებს, "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, განაცხადებს შეავსებინებენ. გარდა ამისა, სამინისტრო ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს დევნილებს, რომლებსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებათ.

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 647 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar