მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » EAZA: ზურაბ გურიელიძე და მისი თანამშრომლები საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ თბილისის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცირებას
10:52 AM
EAZA: ზურაბ გურიელიძე და მისი თანამშრომლები საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ თბილისის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცირებას

ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის თავმჯდომარე საიმონ ტონგი თბილისის ზოოპარკისა და მისი დირექტორის ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერ ოფიციალურ წერილს ავრცელებს.

როგორც საიმონ ტონგი აღნიშნავს, თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, EAZA-ს წევრობის კანდიდატად ყოფნისას (2010 წლიდან), „დაამტკიცა კეთილსინდისიერება და საქმისადმი ერთგულება“.

„უდაოდ, დირექტორმა გურიელიძემ და მისმა თანამშრომლებმა აჩვენეს პროფესიონალიზმის მაღალი დონე სტიქიასთან გამკლავებისას, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ თბილისის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცირებას და დაუღალავად იბრძოდნენ იმისთვის, რომ აღმოეჩინათ და უსაფრთხოდ დაებრუნებინათ ცხოველები ზოოპარკში. EAZA-ს მენტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ზოოლოგიური ინსტიტუტისთვის შეუძლებელი იქნებოდა ამგვარი დამანგრეველი ძალის მქონე სტიქიის წინასწარ განჭვრეტა და ზუსტი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

თბილისის ზოოპარკის წარმატებული საქმიანობის საუკეთესო დასტურია ის ასობით მოხალისე, რომელიც ამ მძიმე დღეებში ზოოპარკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში იღებდა მონაწილეობას“, - აღნიშნულია წერილში.

 

 

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 649 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar