მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » დაამზადე ორიგინალური საათი საკუთარი ხელებით
11:32 AM
დაამზადე ორიგინალური საათი საკუთარი ხელებით

არ არის აუცილებელი საათის მექანიზმში ერკვეოდეთ, საკუთარი ხელებით ორიგინალური საათი რომ შექმნათ, მაგალითად, სალვადორ დალის სტილში. რაც ამისთვის დაგჭირდებათ, ესაა თქვენი საყვარელი შემსრულებლის ძველი ვინილის ფირფიტა და საათი, რომლის დაშლაც არ დაგენანებათ.

1. ვპოულობთ ფირფიტას.

F6V7V7JQE5EVYDZDVT.MEDIUM

2. ვათავსებთ მას ღუმელში.

100 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში ვათავსებთ ფირფიტას რამდენიმე წუთით. როგორც კი ის დნობას დაიწყებს, ვიღებთ და მიგვაქვს შემდეგი მოქმედებების შესასრულებლად. დრო არ უნდა დაიკრგოს, რადგანაც ის მალევე იბრუნებს სიმყარეს.

F5GJCFPORJEVYDZDW5.MEDIUM

3. ფორმა

თავდაპირველად ვეძებთ მაგიდას და ვკიდებთ მასზე ფირიფტას, ისე რომ ეტიკეტი (მომავალი ციფერბლატი) შუაში მოექცეს. შეგვიძლია ასევე ექსპერიმენტის სახით ფორმა შევუცვალოთ ჩამოკიდულ ნაწილს. იმ შემთხვევაში კი თუ არ გამოგვივა ისევ შევდგათ ღუმელში და თავიდან გავაცხელოთ.

FYE0UDQ47AEVYDZDVI.MEDIUM

4. საათის დაშლა

ვიღებთ ჩვეულებრივ საათს, რომელსაც მექნიზმს დანანების გარეშე ვაცლით. წამის მაჩვენებელი ისარი კი შეგვიძლია სულ არ გამოვიყენოთ.

F1835PQO5GEVYDZDUR.LARGE

5. ვაწებებთ მექანიზმს

ამისათვის ვიყენებთ გაცხელებულ წებოს ან სხვა დასაწებებელ საშუალებას. ხვრელი შუაში საკმაოდ დიდია მექანიზმის მოსათავსებლად, მხოლოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის სწორედ შუაში მდრბარეობს.

FK4UTNYECIEVYDZEMV.MEDIUM

6. ვამაგრებთ ისრებს

ისრების დამაგრება ყველაზე მარტივი ეტაპია. თუმცა თუ ვამჩნევთ, რომ ისინი ეტიკეტის საზღვრებს სცდება, უბრალოდ ვამოკლებთ.

F67NRHIS1DEVYDZEAE.MEDIUM

7. ვბურღავთ ხვრელს

საათის ბრტყელ ნაწილს ვუკეთებთ ხვრელს, ზედაპირზე მისი შემდგომი დამგრების მიზნით.

F40JMSRSPREVYDZDTR.MEDIUM

8. ვკიდებთ

უკვე შეგვიძლია დავამაგროთ საათი კედელზე ან წიგნების თაროზე. მთავარია ისეთი ადგილის პოვნა , რომელიც მექანიზმის მუშაობას ხელს არ შეუშლის. და როდესაც ვიპოვით, ვრწმუნდებით იმაში, რომ საათი კარგად დამაგრდა და ის არ ჩამოვარდება.

FVIX7KYR5KEVYDZDT5.MEDIUM

მსგავსი საათის დამზადება რამდენიმე მეგობრისთვისაც შეიძლება. ისინი ამას აუცილებლად დააფასებენ. :)

კატეგორია: თანამედროვე | ნანახია: 795 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar