მთავარი » 2015 » ივნისი » 23 » biletebi.ge სუპერთასის ფინალზე დასასწრებ ბილეთებს აღარ გაყიდის
1:26 PM
biletebi.ge სუპერთასის ფინალზე დასასწრებ ბილეთებს აღარ გაყიდის

biletebi.ge სუპერთასის ფინალზე დასასწრებ ბილეთებს აღარ გაყიდის. გადაწყვეტილება ქართული ინტერნეტმაღაზიისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

 ვინ და როდის დაიწყებს ბილეთების გაყიდვას უცნობია. როგორც ფედერაციაში განაცხადეს, დღეს, დღის ბოლოს, UEFA-სთან კონსულტაციების შემდეგ, გახდება ცნობილი, თუ როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა და რა ფორმით.

ვებგვერდი, რომელსაც ბილეთები უნდა გაეყიდა, ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. საიტი მომხმარებელთა სიმრავლის გამო დაიბლოკა.

შეგახსენებთ, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ესპანური კლუბები „ბარსელონა“ და „სევილია“ სუპერთასისთვის 11 აგვისტოს, იბრძოლებენ.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 636 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar