მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » ბეისბოლის ბურთის ზომის კამერა
11:29 AM
ბეისბოლის ბურთის ზომის კამერა

ეს არის ბეისბოლის ბურთის ზომის კამერა, რომლის შენახვა შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას, იგი ძალიან მსუბუქი და პორტატულია. მისი საშუალებით შეგიძლიათ იგრძნოთ თავი უსაფრთხოდ ყველგან სადაც თქვენ იქნებით.

ისევე როგორც სხვა მრავალი კამერა მას აქვს მოძრაობის სენსორი, ფართო HD ხედვის ობიექტივი, ღამის ხედვის რეჟიმი და სმარტფონთან კავშირი. მაგრამ, აქვს კიდევ ერთი რამ, რაც უნიკალურს ხდის მას. მას შეუძლია აღმოაჩინოს ულტრაბგერითი ხმები (დაბალი სიხშირის ბგერითი ტალღები, რომლის გარჩევა და მოსმენა შეუძლია ადამიანს,  დაახლოებით 20 MHz ან ქვემოთ). ამ ტექნოლოგიას იყენებენ სეისმოლოგები, რომ განსაზღვრონ მიწისძვრა წინასწარ.

მოწყობილობას აქვს უნარი, რომ ნებისმიერი უცხო ობიექტის დანახვის შემთხვევაში გამოაგზავნოს შეტყობინება თქვენს სმარტფონზე. ამისთვის საჭიროა სპეციალური აპლიკაცია. მას ასევე შეუძლია ამოიცნოს თქვენი ოჯახის წევრები და საყვარელი ცხოველიც კი, ასე რომ ცრუ განგაშისთვის ნუ შეგეშინდებათ. მისი ღირებულებაა $249.

კატეგორია: თანამედროვე | ნანახია: 640 | დაამატა: saf | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar