მთავარი » 2015 » ივნისი » 24 » 27 ივნისის ჩათვლით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
10:00 AM
27 ივნისის ჩათვლით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

27 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს საღამოდან 27 ივნისის ჩათვლით ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექით, ზოგან სეტყვაც. წვიმის დროს ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება. 
სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში. თუმცა, ნიორაძე აცხადებს, რომ ძლიერი წვიმა შესაძლოა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც იყოს. 
დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება. შემდგომ დღეებში შესაძლოა, რამდეიმე გრადუსით დაიკლოს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, ჰაერის ტემპერატურა 29-34 გრადუსი იქნება. 

კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 621 | დაამატა: saf | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar